დრონებით შეტევა ოდესაზე - მაღალსართულიანი კოპრუსის ნანგრევებში ქალისა და 1 წლამდე ბავშვის ცხედრები ნახეს
უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შედეგად, რომელიც რუსეთის არმიამ ოდესაზე 2 მარტის ღამეს განახორციელა, მსხვერპლთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის რეგიონული შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. დილის 9 საათისთვის ნანგრევებიდან ამოიღეს 8 გარდაცვლილი, რომელთაგან 2 ბავშვი იყო. სამუშაოები გრძელდება კიდევ ერთი ადამიანის ნანგრევებიდან ამოსაყვანად, - ნათქვამია შეტყობინებაში.
როგორც ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განმარტა, მეცხრე მსხვერპლი ქალია. მოგვიანებით მან დაამატა, რომ ქალის ცხედრის გვერდით გარდაცვლილი ბავშვი იპოვეს.
კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი ახლახან იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ერთი წლისაც არ არის... მაშველები ნანგრევების გაწმენდას აგრძელებენ", - განაცხადა ჩინოვნიკმა.
2 მარტის ღამეს რუსეთის არმიამ ოდესას შავი ზღვიდან დრონებით შეუტია. 8 სამიზნედან 7 განადგურდა, განადგურდა, თუმცა ერთ-ერთი დრონი ოდესის საცხოვრებელ ზონაში 9 სართულიან შენობას დაეჯახა. ერთი სადარბაზო თითქმის მთლიანად განადგურებულია.