ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ, რომელიც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაში იბრძვის, ვაშინგტონში, პრაიმერის არჩევნებში დიდი გამარჯვება მოიპოვა მის მთავარ კონკურენტზე, დონალდ ტრამპზე. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.
ცნობილია, რომ ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა ხმა ჰეილის მისცა, 30%-ზე მეტმა კი მხარი ტრამპს დაუჭირა. ეს პრაიმერში ჰეილი პირველი გამარჯვებაა, ყველა დანარჩენში ტრამპი ლიდერობდა. რესპუბლიკურ პარტიას საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ორი კანდიდატი ჰყავს დარჩენილი - ჰეილი და ტრამპი - დანარჩენები არჩევნებს გამოეთიშა.
რესპუბლიკური არჩევნების კალენდარში მნიშვნელოვანი მოვლენა 5 მაისს, ეგრეთ წოდებულ „სუპერ სამშაბათს" იქნება, როდესაც პრაიმერი ერთდროულად 16 შტატში გაიმართება.
შიდაპარტიული არჩევნები ივნისში დასრულდება. რესპუბლიკელთა ეროვნული კონვენცია ივლისში გაიმართება, ხოლო დემოკრატიული პარტიის ეროვნული კონვენცია აგვისტოში. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი.