ისრაელი ომს ჰამასის სრულ განადგურებამდე არ დაასრულებს - იოავ გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელი არ დაასრულებს ომს ღაზას სექტორში მანამ, სანამ ჰამასს სრულად არ გაანადგურებს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
"ჩვენ არ დავასრულებთ ამ ომს ჰამასის ლიკვიდაციის გარეშე", - განაცხადა გალანტმა ისრაელის თავდაცვის ძალების 98-ე დივიზიის ჯარისკაცებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ „ტერორისტებს არავინ ეხმარება“. მისი თქმით,"ჰამასი, როგორც მმართველი ორგანიზაცია აღარ იარსებებს" და მის განადგურებას იმდენ დროს მოანდომებენ, რამდენიც საჭირო იქნება.