როგორ აღმოჩნდა რუსული სპეცსამსახურების ხელში გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერი? - გერმანია საკითხს არკვევს

04.03.24 12:41
როგორ აღმოჩნდა რუსული სპეცსამსახურების ხელში გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერი? - გერმანია საკითხს არკვევს

გერმანია არკვევს, როგორ აღმოჩნდა რუსული სპეცსამსახურების ხელში გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერი. აუდიომასალაში ოფიცრები განიხილავენ უკრაინის დახმარებას და შეუძლია თუ არა ტაურუსის ტიპის ფრთოსან რაკეტას ხიდის განადგურება. სავარაუდოდ, საუბარია ქერჩის ხიდზე. 

როგორც ირკვევა, 38 წუთიანი ჩანაწერი ვიდეოკონფერენციაზე განხილულ თემებს მოიცავს. გერმანელი სამხედროები განიხილავენ თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრიანას ისე, რომ არ გაჩნდეს განცდა, რომ გერმანია კონფლიქტში პირდაპირ არის ჩართული. 

გერმანელი ოფიცრების ჩანაწერი კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა. 

მსგავსი სიახლეები