შოლცი უკრაინისთვის რაკეტების გადაცემას მხარს კვლავ არ უჭერს

04.03.24 18:39
შოლცი უკრაინისთვის რაკეტების გადაცემას მხარს კვლავ არ უჭერს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარს კვლავ არ უჭერს.

შოლცი მიზეზად რუსეთის წინააღმდეგ ომში გერმანიის ჩართვის რისკს ასახელებს.

არ შეიძლება ვინმეს იარაღის სისტემა მიაწოდო, რომელსაც ძალიან შორ მანძილზე წვდომა აქვს და შემდეგ არ იფიქრო იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იარაღის სისტემაზე კონტროლის განხორციელება.

და თუ სიტუაციის კონტროლი გსურთ, ეს მხოლოდ გერმანელი ჯარისკაცების მონაწილეობით არის შესაძლებელი, რაც ჩემთვის გამორიცხულია", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მსგავსი სიახლეები