ტრამპს კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება ენიჭება

ამერიკის შეერთებულის შტატების უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება მისცა.
სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ მე-14 შესწორების მე-3 პუნქტის მიხედვით, კოლორადოს შტატს ყოფილი პრეზიდენტისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭება არ შეუძლია.
ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე საფუძველზე დაყრდნობით აპროტესტებს. იმის გამო, რომ კონსტიტუცია ფედერალური ოფიციალური პირებისა და კანდიდატების წინააღმდეგ მე-3 პუნქტის აღსრულების პასუხისმგებლობას კონგრესს ანიჭებს და არა შტატებს, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვცვლით“, - ნათქვამია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს დასკვნაში.
ცნობისთვის, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 19 დეკემბერს დაადგინა, რომ ტრამპმა 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო.