ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს.
გაეორში ევროკავშირის ელჩი, ლოტე კნუდსენი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და მომხდარზე პასუხისმგბელობას ვლადიმერ პუტინს აკისრებს.
ჩვენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო აღშფოთებულები ვართ. მისი მოულოდნელი გარდაცვალების გარემოებების შესახებ რუსეთმა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას“, - განაცხადა ლოტე კნუდსენმა.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში გარდაიცვალა.