რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის გამო, NATO-ს თვითმფრინავებისთვის საჰაერო ბაზა გახსნა

04.03.24 20:57
რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის გამო, NATO-ს თვითმფრინავებისთვის საჰაერო ბაზა გახსნა

რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაზრდილი საფრთხის გამო, ალბანეთმა კუჩოვში NATO-ს თვითმფრინავებისთვის საჰაერო ბაზა გახსნა - ალბანური მედია იტყობინება, რომ საჰაერო ბაზა განახლდა და ის წვრთნებისთვის გამოიყენება.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ბაზის გახსნა 50 მილიონი ევროს ოდენობით დააფინანსა. თანხა საკონტროლო კოშკის, ასაფრენი ბილიკების, ანგარებისა და საწყობების რემონტს მოხმარდა.