რუსეთ-უკრაინის ომის დროს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებში 40 რუსი სამხედროა ეჭვმიტანილი

04.03.24 22:18
რუსეთ-უკრაინის ომის დროს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებში 40 რუსი სამხედროა ეჭვმიტანილი

რუსეთ-უკრაინის ომის დროს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებში 40 რუსი სამხედროა ეჭვმიტანილი - 17 საბრალდებო დასკვნა 25 პირის მიმართ სასამართლოში ამ დროისთვის გაგზავნილია.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის, ვიქტორია ლიტვინოვას ცნობით, მსხვერპლთა შორის 177 ქალი, 97 კაცი და 13 არასრულწლოვანია.

უწყება იტყობინება, რომ მსხვერპლთა ყველაზე დიდი რაოდენობა ხერსონის, დონეცკისა და კიევის ოლქებში დაფიქსირდა. 

 

"OGP-მ უკვე აცნობა რუსეთის ფედერაციის 40 სამხედრო მოსამსახურის ეჭვის შესახებ. სასამართლოში უკვე გაგზავნილია 17 საბრალდებო დასკვნა 25 პირის მიმართ", - განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ორ ადამიანს უკვე მიესაჯა 12 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დღეის მდგომარეობით, პროკურორებმა და გამომძიებლებმა 274 ფაქტი დააფიქსირეს.

 

 

მსგავსი სიახლეები