საფრანგეთმა აბორტის უფლება კონსტიტუციაში შეიტანა

საფრანგეთმა აბორტის უფლება კონსტიტუციაში შეიტანა - ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, საზოგადოების 83% რეფორმას მხარი დაუჭირა.
ცნობისთვის, საფრანგეთში აბორტის უფლება კანონით 1975 წლიდან არსებობს, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილება ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებული ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განაპირობა, სადაც 2022 წელს უზენაესმა სასამართლომ ქალებს აბორტის გაკეთების უფლება ჩამოართვა.