მაკრონი: მშიშრები არ უნდა ვიყოთ
"ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც მშიშრები არ უნდა ვიყოთ," - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრაღაში ფრანგ ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დროა, უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ.
კარგად ვიცით, რომ ომი დაბრუნდა ჩვენს მიწაზე (ევროპაში), რომ ზოგიერთი ძალა, რომელიც შეუჩერებელი გახდა, ყოველდღიურად ზრდის თავდასხმის საფრთხეს. ჩვენ მოგვიწევს ისტორიისა და იმ გამბედაობის დაცვა, რომელიც ამას მოითხოვს“.- აღნიშნა მაკრონმა.