რუსეთი ამტკიცებს, რომ ვორონეჟში სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

06.03.24 10:27
რუსეთი ამტკიცებს, რომ ვორონეჟში სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთი აცხადებს, რომ ვორონეჟში ბალტიმორის სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა განხორციელდა. რუსული ტელეგრამის არხი „ბაზა“ წერს, უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სავარაუდოდ, „აეროდრომიდან რამდენიმე კილომეტრში ჩამოაგდეს. 

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონებით ტავდასხმის მცდელობა იყო ანინსკის რეგიონის მუნიციპალურ ოლქშიც.

პირველი  თავდასხმა დილის 7 საათზე, მეორე კი - ერთი საათის შემდეგ გახორციელდა. დრონები განადგურებულია. ერთი მათგანის ნამსხვრევები საცავში ჩავარდა, მეორეც ასევე ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა., წერს ტელეგრამ არხი.