ბაიდენი: ტრამპის გამარჯვება ქვეყანას ქაოსს, განხეთქილებას და სიბნელეს მოუტანს

ტრამპის გამარჯვება ქვეყანას ქაოსს, განხეთქილებას და სიბნელეს მოუტანს, - ამის შესახებ აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა.
ოთხი წლის წინ მე კენჭს ვიყრიდი იმ ეგზისტენციალური საფრთხის გამო, რომელიც დონალდ ტრამპმა შეუქმნა ამერიკას. წყენისა და ქურდობის გამო, ის ორიენტირებულია საკუთარ შურისძიებაზე და ანგარიშსწორებაზე და არა ამერიკელ ხალხზე“, - თქვა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე მისი ადმინისტრაცია სამუშაო ადგილების შექმნის, ინფლაციასთან ბრძოლის, რეცეპტით გაცემული წამლების ფასების დარეგულირების და იარაღის კონტროლის გამო შეაქო. ბაიდენს მიაჩნია, რომ ყველა ეს მიღწევა საფრთხეშია, თუ ტრამპი არჩევნების შედეგების შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდება.