სომხეთი ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს

სომხეთი ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს - უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის ცნობით, ქვეყანას გააჩნია პოტენციალი, რომ ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურება მთლიანად სომეხმა მესაზღვრეებმა განახორციელონ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გასვლა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემაც მოითხოვა.