გააფუჭეთ ბიულეტენი - დააწეროთ "ნავალნი", მიეცით ხმა პუტინის წინააღმდეგ - ნავალნაია

06.03.24 18:39
გააფუჭეთ ბიულეტენი - დააწეროთ "ნავალნი", მიეცით ხმა პუტინის წინააღმდეგ - ნავალნაია

მიეცით ხმა პუტინის წინააღმდეგ - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა. 

მან მოსახლეობას 17 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს დაგეგმილ აქციაში მონაილეობისკენ მოუწოდა.  

ჩვენ მაინც შეგვიძლია, ეს ე.წ. არჩევნები გამოვიყენოთ პუტინის წინააღმდეგ და ჩვენი მიზნების მისაღწევად. თავად ალექსეიმ მოასწრო ჩვენთვის ეთქვა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არჩევნების დღე, ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ და ბევრნი ვართ, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი, ცოცხალი, რეალური ადამიანები და ჩვენ პუტინის წინააღმდეგ ვართ. უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე ერთ დღეს და ერთ დროს,  17 მარტს, შუადღეს. თქვენი ასარჩევია, რა გააკეთოთ შემდგომ. შეგიძლიათ, ხმა მისცეთ ნებისმიერ კანდიდატს, პუტინის გარდა, შეგიძლიათ, გააფუჭოთ ბიულეტენი, შეგიძლიათ, დააწეროთ მსხვილად "ნავალნი". თუ არჩევნების აზრს საერთოდ ვერ ხედავ, შეგიძლია უბრალოდ მოხვიდე და იდგე საარჩევნო უბანთან, შემდეგ კი მიბრუნდე და სახლში წახვიდე". - თქვა იულია ნავალნაიამ.