ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო - ბერძნული მედია

06.03.24 20:09
ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო - ბერძნული მედია

ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო - ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 

ირკვევა, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა. 

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.