ჰუთების თავდასხმა სავაჭრო გემზე - დაღუპულია სამი ადამიანი

6 მარტს ირანის მხარდაჭერილი ჯგუფები ბარბადოსის დროშით მცურავ გემს დაესხნენ თავს - ჰუთების შეტევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ოთხი დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
თავდასხმის დროს გემი იემენის ქალაქ ადენის სანაპიროსთან ახლოს იმყოფებოდა. 20-წევრიან ეკიპაჟში იყვნენ ინდოეთის, ვიეტნამის და ფილიპინების მოქალაქეები.