რუსებმა საჰაერო იერიში ნიკოპოლზე მიიტანეს - თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

გასულ ღამეს რუსებმა საჰაერო იერიში ნიკოპოლზე მიიტანეს - თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა.
ირკვევა, რომ ხანძარმა 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. სამაშველო ოპერაციაში 70 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა, რომლებიც 5 საათის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ლიკვიდაციას.
არსებული ცნობებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.