ღაზაში ომი კაცობრიობის ტრაგედია და ცივილიზაციის სირცხვილია - ჩინეთის საგარეო მინისტრი

07.03.24 10:35
ღაზაში ომი კაცობრიობის ტრაგედია და ცივილიზაციის სირცხვილია - ჩინეთის საგარეო მინისტრი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ იი ისრაელი-"ჰამასის" ომთა დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე ძალადობრივი მოქმედებები "კაცობრიობის ტრაგედია და ცივილიზაციის სირცხვილია".

მინისტრი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს პალესტინის გაეროს ოფიციალურ წევრად გახდომის ინიციატივას.

პალესტინელი ხალხის დიდი ხნის ოცნების, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნან, გვერდის ავლა აღარ შეიძლება და ის ისტორიული უსამართლობა, რომელსაც პალესტინელი ხალხიგანიცდის, გამოსწორების გარეშე ვერ გაგრძელდება.

ღაზაში მომხდარმა კატასტროფამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა ის ფაქტი, რომ პალესტინის ტერიტორიები დიდი ხნის განმავლობაშია ოკუპირებული და ამაზე თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება. კაცობრიობის ტრაგედია და ცივილიზაციის სირცხვილია ის, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერება შეუძლებელია“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები