მოკლულია აქტივისტი, რომელიც ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდიოდა

07.03.24 14:38
მოკლულია აქტივისტი, რომელიც ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდიოდა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ბელარუსის მოქალაქე ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა, თუმცა რუსმა სამართალდამცველებმა ის დაკავების დროს მოკლეს.

ირკვევა, რომ კაცმა წინააღმდეგობის გაწევისას უსაფრთხოების ოფიცრებს ცეცხლი გაუხსნა. ФСБ-ეს თქმით, ლიკვიდირებული პირს უკრაინის სპეცსამსახურებთან ჰქონდა კავშირი.

ტელეგრამ არხებზე ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 6 მარტს ბელარუსელი აქტივისტი, ლუკაშენკოს რეჟიმის მოწინააღმდეგე, 49 წლის ნიკოლაი ალექსეევი ქალაქ ოლონეცში მოკლეს. ალექსეევის დაღუპვა მისმა ვაჟმა, ვლადისლავ ალექსეევმა დაუდასტურა.