უკრაინას პუტინის აგრესიის შეჩერება შეუძლია თუ აშშ მას საჭირო იარაღას მიაწვდის - ბაიდენი

08.03.24 10:29
უკრაინას პუტინის აგრესიის შეჩერება შეუძლია თუ აშშ მას საჭირო იარაღას მიაწვდის - ბაიდენი

უკრაინას შეუძლია შეაჩეროს რუსეთის პრეზიდენტის აგრესია, თუ შეერთებული შტატები მას საჭირო იარაღს მიაწვდის.

ლინკოლნისა და სამოქალაქო ომის შემდეგ დემოკრატიაზე ასეთი დარტყმა არასდროს ყოფილა. პუტინის რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ის (პუტინი) არ გაჩერდება უკრაინაზე, მაგრამ უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი. უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ მათ იარაღს მივცემთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, უკრაინის დახმარებას ისინი ბლოკავენ, ვისაც მსოფლიო ლიდერობისგან თავის დაღწევა სურთ. თავის გამოსვლაში აშშ-ს მოქმედმა პრეზიენტმა ტრამპზეც ისაუბრა. 

ჩემი წინამორბედი, ყოფილი პრეზიდენტი ეუბნება პუტინს - გააკეთე რაც გინდა. მან მხარი დაუჭირა რუსეთის ლიდერს. ეს საშინელებაა და მიუღებელია. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ პუტინის გამოწვევას. ისტორია გვადევნებს თვალს. ჩვენ არ შეგვიძლია საფრთხეში ჩავაგდოთ უკრაინა, ევროპა და მთელი თავისუფალი სამყარო. მე პუტინს ძალიან მარტივი რამ ვუთხარი - ჩვენ არ დავიხევთ უკან, არ დავეცემით,- ხაზგასმით აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ახლა ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან და მომავალშიც ასე იქნება.