რუსეთმა ხარკოვის ოლქს ორჯერ დაარტყა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს. მტრის სამიზნე კუპიანსკი გახდა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. წინასწარი მონაცემებით, მტერმა კუპიანსკსზე იერიშები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით მიიტანა.
ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - კაცი და ქალი, დეტალები დგინდება. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ცეცხლი გაუჩნდა მანქანას", - აღნიშნა სინეგუბოვმა.
შეგახსენებთ, რომ ხარკოვის ოლქში ორი თემიდან ბავშვების იძულებითი ევაკუაცია გამოცხადდა. ასევე გადაწყდა კუპიანსკის რაიონის 57 დასახლების მაცხოვრებლების სავალდებულო ევაკუაცია.