მომდევნო 48 საათში რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმები გახორციელდეს

08.03.24 10:43
მომდევნო 48 საათში რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმები გახორციელდეს

მომდევნო 48 საათში აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმები მოხდეს.  გაფრთხილება ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის საელჩომ გაავრცელა.

 აშშ-ის საელჩომ რუსეთში განაცხადა, რომ „ექსტრემისტები გეგმავენ შეტევას მოსკოვში დიდ შეკრებებზე, კერძოდ კონცერტებზე“. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის მოქალაქეებს ურჩიეს, თავი აარიდონ მასობრივ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში. 

მსგავსი გაფრთხილება რუსეთის ფედერაციაში ბრიტანეთის საელჩომაც გამოაქვეყნა. დიპლომატიური უეყბა ამერიკული მხარის განცხადებაზე დაყრდნობით, ბრიტანელებს ურჩევს, რუსეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

ამავდროულად, რუსეთის ფედერაციაში გერმანიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ 8 მარტს გერმანიის საელჩო მოსკოვში და გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში დაიხურება.