ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას - საბერძნეთის პრემიერი კრემლს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი რუსეთის დიქტატორს მკაფიო მესიჯს უგზავნის - მინისტრი პუტინის უცხადებს, რომ მიუხედავად კრემლის სისხლიანი რეჟიმისა, ცივილიზებული მსოფლიო ომში ჩართული ქვეყნის აქტიურ მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.
ამის შესახებ მან განცხადება ბუქარესტში გამართულ ევროპის სახალხო პარტიის პრესკონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
კრემლისთვის მხოლოდ ერთი გზავნილი უნდა გვქონდეს: თქვენ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და მისი დიდებული მოქალაქეების მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავრჩებით სრულიად ერთიანი ამ გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა მიცოტაკისმა.
ცნობისთვის, 6 მარტს საბერძნეთის პრემიერი ვოლოდიმირ ზელენსკის ოდესაში ხვდებოდა, რა დროსაც 500 მეტრში რუსებმა რაკეტა ჩამოაგდეს.