პუტინის მიზანია უკრაინის სრული განადგურება - ზელენსკი

08.03.24 19:07
პუტინის მიზანია უკრაინის სრული განადგურება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-ს ინტერვიუ მისცა - მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ პუტინი გარკვეული ტერიტორიებით დაინტერესებული არ არის, არამედ მისი მიზანია, მთლიანად გაანადგუროს უკრაინა.

ზელენსკი ირწმუნება, რომ კონფლიქტის გაყივნა ომში ჩართული ქვეყნისთვის უარყოფითად აისახება, რადგან უკრაინას აქვს უკვე გამოცდილება, როდესაც ყირიმისა და დონბასის ნაწილის ოკუპაცია მოხდა.

დარწმუნებულები ვართ, რომ პუტინი არ არის დაინტერესებული მხოლოდ გარკვეული ტერიტორიით: ქალაქით ან სოფლით, ყირიმით, თუ დონბასით. ის დაინტერესებულია უკრაინის სრული განადგურებით, დამოუკიდებელი უკრაინის მიწების რუსეთთან ანექსირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.