რუსებმა სარაკეტო იერიში სუმის ოლქზე მიიტანეს - დაღუპულია ორი ადამიანი

08.03.24 19:29
რუსებმა სარაკეტო იერიში სუმის ოლქზე მიიტანეს - დაღუპულია ორი ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 26 დაშავდა.

ირკვევა, რომ რუსები თავს საავადმყოფოს დაესხნენ. ასევე დაზიანებულია სკოლა და რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.