საფრანგეთის თავდაცვის კომპანიები უკრაინაში სამხედრო დანადგარების წარმოებას დაიწყებენ
საფრანგეთი თავდაცვის ზოგიერთი კომპანიის მიერ სამხედრო დანადგარების წარმოებას უკრაინის ტერიტორიაზე გეგმავს - ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ აკეთებს და მიზეზად უკრაინისთვის რუსული აგრესიის შეჩერებაში დახმარებას ასახელებს.
მინისტრის ცნობით, სამი ფრანგული კომპანია, თავდაპირველად, სამხედრო ტექნიკის ნაწილებზე იმუშავებს, შემდეგ კი შესაძლოა, საბრძოლო მასალის წარმოებაც დაიწყონ.
პირველი პროდუქტის წარმოება 2024 წლის ზაფხულისთვის დააანონსეს. პორექტში მონაწილეობას კი ტანკების მწარმოებელი კომპანია KNDS მიიღებს.