გამოვლენილია ტრეფიკინგის ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მძევლად აყვანილ ადამიანებს რუსეთის მხარეს საომრად აგზავნიდა

გამოვლენილია ტრეფიკინგის ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მძევლად აყვანილ ადამიანებს ომში, რუსეთის მხარეს საომრად აგზავნიდა.
ირკვევა, რომ რუსეთში დაახლოებით 35 კაცია გაგზავნილი, რომელთაგანაც სულ მცირე ორი ფრონტის ხაზზე დაუღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.
დაჯგუფება ინდოეთის სხვადასხვა შტატში მოქმედებდა, ხალხს სოციალური ქსელებისა და ადგილობრივი შუამავლების დახმარებით იზიდავდა და მათ რუსეთში "სამუშაოს" სთავაზობდა.
არსებობს ვიდეო შეტყობინებები, რომლითაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ.