ზელენსკი ერდოღანს შეხვდა

08.03.24 21:16
ზელენსკი ერდოღანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის მთავარსარდალს, რეჯეფ თაიღ ერდოღანს შეხვდა - ვიზიტი გემთმშენებელი ქარხნის დათვალიერებით დაიწყო, სადაც უკრაინის საზღვაო ძალებისთვის სამხედრო გემებს ამზადებენ.

მხარეებმა შეხვედრაზე უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობა, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

თურქეთმა მზაობა გამოთქვა უმასპინძლოს სამშვიდობო სამიტს უკრაინის ომზე რუსეთის მონაწილეობით, რაზეც ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ასეთ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

მსგავსი სიახლეები