ღაზაში ციდან ჩამოყრილ ჰუმანიტარულ დახმარებას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში ციდან ჩამოყრილ ჰუმანიტარულ დახმარებას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ადგილობრივები CBS News-თან აცხადებენ, რომ პარაშუტი ვერ გაიხსნა და ყუთები მაცხოვრებლებს დაეცათ.
შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, ხოლო გარდაცვლილთა შორის ორი ახალგაზრდა ბიჭია. ინციდენტი 8 მარტს, ალ-შათის დევნილთა ბანაკში მოხდა.