კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციათა სიაში ორი ირანელი მაღალი თანამდებობის პირი ქალთა უფლებების დარღვევის გამო დაამატეს.
უწყება წერს, რომ თეირანის მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი პარლამენტარი საკუთარ გავლენებს ქალებისა და გოგონების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით იყენებდა.
ეს ახალი ზომები გამოიყენება ორი პირის მიმართ ირანის მოქალაქეების, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების სასტიკ რეპრესიებში მონაწილეობის გამო. სანქციების სიას თეირანის მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორი მასუდ დოროსტი დაემატა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონის გამო. სიაში ასევე მოხვდა გავლენიანი პარლამენტარი ზოჰრენ ელაია მოძრაობა "ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება" მონაწილე მომიტინგეებისთვის სიკვდილით დასჯის მხარდაჭერის გამო. ამ ორმა ადამიანმა გამოიყენა თავისი გავლენები ირანში ქალებისა და გოგონების მიმართ რეპრესიების მოწოდების, ან ჩადენის მიზნით." - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.