უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არაა - სიკორსკი

08.03.24 22:27
უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არაა - სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი დასავლეთის ქვეყნების ჯარების უკრაინაში გაგზავნას წარმოუდგენლად არ მიიჩნევს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას სიკორსკიმ თქვა, რომ მსგავსი პრეცედენტი 1950-1953 წლებში, კორეის ომის დროს მოხდა, როდესაც სახელმწიფოთა კოალიცია, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყნის დასახმარებლად წავიდა.

გახსოვდეთ, გაეროს გენერალურ ასამბლეაში, შეჭრის შემდეგ მალევე 190-დან 140 ქვეყანაზე მეტმა ხმა მისცა იმას, რომ აგრესია, როგორც მიუღებელი რამ დაეგმოთ. ეს უბრალოდ პრესისთვის განცხადება არაა, ეს უფლებრივი ბაზის შექმნაა. ამის გათვალისწინებით, აგრესიის შესაწყვეტად გაეროს წევრი ქვეყნების კოალიცია რამე წარმოუდგენელი არ არის.

ამიტომ ვაფასებ ბოლო დღეები საფრანგეთის ინიციატივას. ვინაიდან, ჩემი აზრით, მას კარგი განზრახვა აქვს, კერძოდ კი - რათა სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ეკითხებოდეს საკუთარ თავს, როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს, რომ კრეატიულს არაფერს გავაკეთებთ და ამიტომ შეძლოს შემდეგი სცენარების დაგეგმვა", - ამბობს სიკორსკი.

ცნობისთვის, 27 თებერვალს, მაკრონმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, გამორიცხული არაფერია. 

მსგავსი სიახლეები