ამერიკა, გერმანია და შვედეთი მოქალაქეებს, შესაძლო ტერაქტის გამო, რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

08.03.24 22:44
ამერიკა, გერმანია და შვედეთი მოქალაქეებს, შესაძლო ტერაქტის გამო, რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, შვედეთის, კანადის, სამხრეთ კორეის და ლატვიის საელჩოები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, მოსალოდნელი ტერაქტის გამო, უახლოეს 48 საათში რუსეთი დატოვონ.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, 8 მარტს სინაგოგაში ავღანეთის მხარდაჭერილმა "ექსტრემისტებმა" ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, თუმცა როგორც უწყება იტყობინება, ტერაქტი ამ დროისთვის აღკვეთილია.