აშშ-მ რუსეთისა და ცენტრალური აფრიკის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

09.03.24 09:58
აშშ-მ რუსეთისა და ცენტრალური აფრიკის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები გააფართოვა - შტატების სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა რუსეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კომპანიებს სანქციები დაუწესა.

ირკვევა, რომ კომპანია "Bois Rouge SARLU" და "ბროკერ-ექსპერტი" "ვაგნერისა" და ბოევიკური სხვა დაჯგუფებების საქმიანობას უზრუნველყოფდნენ.

დღეს დასანქცირებულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ვაგნერის PMC-ის საქმიანობის ხელშეწყობაში და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქმედებებში. აღნიშნული პირები ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებით შემოსავლის მიღებას ცდილობდნენ და ვაგნერის ჯგუფს და 2023 წლის აგვისტოში გარდაცვლილ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციებს მატერიალური და ფინანსური დახმარება გაუწიეს", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები