აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო

09.03.24 10:03
აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო - კანონი რამდენიმე პროგრამას, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს და ენერგეტიკას შეეხება.

467,5 მილიარდი დოლარის დაფინანსების პაკეტი ამერიკელმა სენატორებმა 75 ხმით დაამტკიცეს.

იმ ხალხისთვის, ვინც წუხს, რომ გაყოფილი მთავრობა არაფრის კეთებას ნიშნავს, ეს ორპარტიული პაკეტი სხვა რამეს ამბობს," - თქვა სენატის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.