ეს ჩემი ბოლო არჩევნები იქნება - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, კანონით მინიჭებული მანდატის მიხედვით, 31 მარტს ჩანიშნული არჩევნები მისთვის საბოლოო იქნება.
ერდოღანი განმარტავს, რომ მიღებული შედეგი მემკვიდრეობით მის თანამებრძოლებს გადაეცემა.
ეს ჩემთვის საბოლოოა, კანონით მინიჭებული მანდატით, ეს ჩემი ბოლო არჩევნები იქნება. შედეგი, რაც დადგება, მემკვიდრეობით ჩემს და-ძმებს გადაეცემათ, რომლებიც ჩემს შემდეგ მოვლენ", – თქვა ერდოღანმა.