რუსეთმა მხოლოდ ერთ ღამეში უკრაინაში 39 დრონი გაუშვა - არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქი დაბომბა. დაღუპულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა ოთხი. პუტინის ჯარისკაცების სამიზნე დონეცკის დასახლებული პუნქტები იყო. დანგრეულია სახლები და განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
პუტინის ბრძანებით, მხოლოდ ერთ ღამეში, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 39 დრონი გაუშვეს. 39-დან 35-ის ჩამოგდება კიი უკრაინის საჰაერო ძალებმა შეძლეს.