დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 12-მდე გაიზარდა დაშავებულების რიცხვიც

10.03.24 18:42
დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 12-მდე გაიზარდა დაშავებულების რიცხვიც

დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა Facebook-ზე განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ ღამით რუსებმა დობროპოლიეზე იერისები შჰიდებით მიიტანეს. დილით მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. გარდა ამისა,  მტერმა ჩასოვ იარზე იერიში არტილერიდან მიიტანა. დაიღუპა 66 წლის მამაკაცი.

„მირნოგრადში სარაკეტო თავდასხმისდაშავებულების რიცხვი 12 გაიზარდა, ყველა მსხვერპლს საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწიათ, - წერს ფილაშკინი.

ამასთან, ფილაშკინმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, დონეცკის რეგიონში დარჩენა საშიშია.

მსგავსი სიახლეები