"ვერ ვიგებ, რაზე ფიქრობდა" - ბერბოკი რომის პაპის განცხადებაზე

11.03.24 18:04
"ვერ ვიგებ, რაზე ფიქრობდა" - ბერბოკი რომის პაპის განცხადებაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რომის პაპის სიტყვებს, "თეთრი დროშის" შესახებ, ეხმაურება - ბერბოკი აცხადებს, რომ პაპის მოწოდება მისთვის გაურკვეველი იყო.

მინისტრი მსოფლიოს გამბედაობისკენ და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

გულწრფელად მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა, ვერ ვიგებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარი თვალით ხედავ. ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 10 მარტს რომის პაპმა ფრანცისკემ შვეიცარიულ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე თქვა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.