მე და ჯო ბაიდენი შევთანხმდით, რომ "ჰამასი" უნდა გავანადგუროთ - ნეთანიაჰუ

"მე და ჯო ბაიდენი შევთანხმდით, რომ "ჰამასი" უნდა გავანადგუროთ", - ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ისრაელი გამარჯვებასთან ახლოს არის, რადგან "ჰამასის" ლიდერებს შორის რიგით მეოთხე პირი უკვე ლიკვიდირებულია, ხოლო დანარჩენი სამის ლიკვიდირებაც მალე მოხდება.
მე და პრეზიდენტი შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ. „ჰამასის“ ტერორისტული არმიის მეოთხედს რაფაჰში ვერ დავტოვებთ. ჩვენ ძირითადი მიზნების შესახებ ვთანხმდებით, მაგრამ უთანხმოებაც გვაქვს. საბოლოო ჯამში, ეს ისრაელის გადასაწყვეტია“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.