ომის დანაშაულის ბრალდებით, 15 რუს სამხედროს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

11.03.24 20:28
ომის დანაშაულის ბრალდებით, 15 რუს სამხედროს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსეთის არმიის 15 სამხედრო მოსამსახურეს თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით მიესაჯა - რუსეთის პროკურატურის ცნობით, ბრალი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ომის დანაშაულისთვის წარედგინათ.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2022 წლის მარტის დასაწყისში, იაგიდნიას სკოლის სარდაფში მოკლეს და იძულებით დააკავეს 368 ადამიანი, მათ შორის, 69 არასრულწლოვანი. დაკავებულთა შორის 10 მშვიდობიანი მოქალაქე არაადამიანური პირობებისა და აუცილებელი სამედიცინო დახმარების გამო დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები