რუსეთში ცვლილებები გარედან არ მოვა, სასწაულის იმედად ყოფნა უნდა შევწყვიტოთ - კარა-მურზა

11.03.24 20:34
რუსეთში ცვლილებები გარედან არ მოვა, სასწაულის იმედად ყოფნა უნდა შევწყვიტოთ - კარა-მურზა

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა-მურზა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს - პოლიტიკოსი წერს, რომ პუტინის სისხლიანი რეჟიმი "შიშსა და აპათიაზე დგას".

კარა-მურზა რუსეთის მოქალაქეებს ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ პუტინის პოლიტიკის დასასრულებლად ერთადერთი მეთოდი არსებობს, რასაც ხალხის გამოფხიზლება ეწოდება.

ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს, ახლა, ალექსეის მკვლელობისგან გამოწვეული შოკისა და ტკივილის გარდა, სასოწარკვეთისა და აპათიის განცდა უჩნდება. ამას იმ წერილებში ვხედავ, რომლებსაც მიგზავნიან და ეს კატეგორიულად დაუშვებელია. მათ, ვინც ამას აკეთებს, ჩვენგან ზუსტად ეს უნდათ. პუტინის რეჟიმი მხოლოდ შიშსა და აპათიაზე დგას. მათ სჭირდებათ, რომ რუსული საზოგადოება ატომიზირებული, დათრგუნული და დემორალიზებული იყოს. მაგრამ, თქვენ ხომ გახსოვთ, როგორ უპასუხა ალექსეი ნავალნიმ ამ კითხვას? რუსეთში ცვლილება სადღაც გარედან არ მოვა. სასწაულის, შემთხვევითობის, გარეშე ფაქტორების იმედად ყოფნა უნდა შევწყვიტოთ... რუსეთში ცვლილებები გარდაუვალი მხოლოდ მაშინ გახდება, როდესაც რუსული საზოგადოება რაც ხდება, იმის მოცემულობად მიღებას შეწყვეტს და თავის ძალას, სუბიექტურობასა და მომავალზე პასუხისმგებლობას გაიაზრებს", - წერს პოლიტიკოსი.

მსგავსი სიახლეები