რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ომანის ყურეში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ - პროცესში სამხედრო ხომალდები და ავიაცია ჩაერთვება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნების მიზანი საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების შემუშავებაა.
დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები მიიღებენ.