საფრანგეთის რამდენიმე სახელმწიფო ორგანო კიბერშეტევის სამიზნე გახდა

საფრანგეთის რამდენიმე სახელმწიფო ორგანო კიბერშეტევის სამიზნე გახდა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ მიუხედავად თავდასხმისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
უწყება ირწმუნება, რომ ამ შეტევაში მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთია.
გუშინ საღამოდან რამდენიმე სახელმწიფო სამსახურში განხორციელდა კომპიუტერული შეტევები, რომელთა ტექნიკური მეთოდები კლასიკურია, მაგრამ ინტენსივობა უპრეცედენტოა... გუშინ საღამოს გააქტიურდა კრიზისული განყოფილება კონტრზომების განსახორციელებლად... ამ ეტაპზე, ამ თავდასხმების გავლენა შემცირდა სერვისების უმეტესობისთვის და აღდგენილია ხელმისაწვდომობა სახელმწიფო საიტებზე," - აცხადებენ პრემიერ-მინისტრის სამსახურში.