უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვატიკანის ელჩი დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვატიკანის ელჩი დაიბარეს - მიზეზი "თეთრი დროშის" შესახებ რომის პაპის განცხადება გახდა.
უწყება მომხდართან დაკავშირებით იმედგაცრუებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მსგავსი მოწოდებები საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას ახალისებს.
ცნობისთვის, 10 მარტს რომის პაპმა ფრანცისკემ შვეიცარიულ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე თქვა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.