რუსეთი, ჩინეთი და ირანი ომანის ყურეში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ომანის ყურეში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, სადაც წერია, რომ „ერთობლივ წვრთნებში სამხედრო ხომალდები და ავიაცია ჩაერთვება, მიზანი კი საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოება იქნება".
სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები წვრთნებში მონაწილეობას დამკვირვებლების სტატუსით მიიღებენ.