აშშ აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით ეხმარება

12.03.24 10:12
აშშ აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით ეხმარება

ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე რუსეთს ეკონომიკურ და უსაფრთხოების დახმარებას უწევს.


 

აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამერიკას ემუქრება "მზარდი მყიფე მსოფლიო წესრიგი", რომელიც დაძაბულია დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენციის, ტრანსნაციონალური გამოწვევებისა და რეგიონული კონფლიქტების გამო.

„ამბიციური, მაგრამ მოუსვენარი ჩინეთი, კონფრონტაციული რუსეთი, ზოგიერთი რეგიონალური ძალა, როგორიცაა ირანი, და უფრო ქმედუნარიანი არასახელმწიფო აქტორები, ეჭვქვეშ აყენებენ საერთაშორისო სისტემის დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ წესებს, ისევე როგორც აშშ-ს პრიმატს მასში“, - ნათქვამია CIA-ს ანგარიშში. 


ჩინეთი დახმარებას უწევს რუსეთს მისი ინდუსტრიის მხარდაჭერით.

„ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა იზრდება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და პოტენციური სამხედრო დანიშნულების საქონლის (ჩინური) ექსპორტი სამჯერ გაიზარდა 2022 წლის შემდეგ“, - ნათქვამია მოხსენებაში.

თავის ჩვენებაში, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა ასევე მოუწოდა კონგრესს დაამტკიცოს კიევისთვის გაზრდილი სამხედრო დახმარება. მისი თქმით, „ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლებდა უკრაინა მოსკოვის ჯარებისგან აღებული ტერიტორიის შენარჩუნებას ვაშინგტონის შემდგომი დახმარების გარეშე".

მსგავსი სიახლეები