მოსკოვის მერი ამტკიცებს, რომ რუსეთის დედაქალაქისკენ გაშვებული დრონი გაანადგურეს

12.03.24 10:22
მოსკოვის მერი ამტკიცებს, რომ რუსეთის დედაქალაქისკენ გაშვებული დრონი გაანადგურეს

რუსეთი ამტკიცებს, რომ მათმა საჰაერო თავდაცვამ მოსკოვისკენ გაშვებული დრონი გაანადგურა. ინფორმაციას მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ავრცელებს

დღეს რამენსკის ურბანულ რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონის თავდასხმა. წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ, - წერს სობიანინი ტელეგრამ არხზე. 

რამენსკის რაიონი მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

 

მსგავსი სიახლეები