ევროკავშირმა, შესაძლოა, რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინას ივლისში გადასცეს

12.03.24 12:57
ევროკავშირმა, შესაძლოა, რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინას ივლისში გადასცეს

inancial Times-ის ცნობით, ევროკავშირი, შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესუსტების ფონზე, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან 2-3 მილიარდი ევროს კიევში გადარიცხვას ივლისში აპირებს.

ევროკომისიამ მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების კონფისკაცია მოამზადა. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის 20 მილიარდი ევროს ოდენობის მოგების კონფისკაცია მოხდება. პირველი ტრანში კიევში ივლისში გაიგზავნება, თუ ევროკავშირის ყველა ქვეყანა მხარს დაუჭერს ამ წინადადებას.

ირკვევა, ბრიუსელს ბელგიის Euroclear-ში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული წმინდა მოგების 97%-ის გამოყენებისა და მათი ევროკავშირის ბიუჯეტში გადატანის იმედი აქვს.

მსგავსი სიახლეები