რუსეთმა გაბრიელიუს ლანდსბერგისს და კაია კალასს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა გაბრიელიუს ლანდსბერგისს და კაია კალასს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - ჯამში, რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის 347 მოქალაქეს. რუსეთში ვიზიტის აკრძალვის მიზეზი ქვეყნის მიმართ "მტრული დამოკიდებულებაა".
სიის სათავეში ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვაირა ვიკე-ფრაიბერგაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი "აქტიურად ლობირებენ სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, ერევიან რუსეთის საშინაო საქმეებში და დევნიან რუსულენოვან მოსახლეობას".